სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს 15-წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, ოპოზიციის ლიდერები კი 40 წუთს ითხოვენ
სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს 15-წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, ოპოზიციის ლიდერები კი 40 წუთს ითხოვენ

ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად 15-წუთიანი ვადა მისცეს.

აქციის მონაწილეებს და ოპოზიციის ლიდერებს შსს-ს წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ კანონის თანახმად, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა დაშვებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა მოითხოვს ამას. ამის შემდეგ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 40-წუთიანი ვადა ითხოვა.

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირისკენ გადაადგილება დაიწყეს.

ცნობისთვის, იქამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანხმადაც, ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.