ავსტრალიელი ჩოგბურთელი, აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი სამანტა სტოსური და მისი პარტნიორი ლიზი მშობლები გახდნენ. მათ შეეძინათ გოგონა, რომელსაც ჟენევიევა დაარქვეს.
„კორონავირუსის პანდემიის დროს კარანტინში ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ ჩემთვის ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ბედნიერი აღმოჩნდა. 16 ივნისს, ჩემმა პარტნიორმა ულამაზესი გოგონა გააჩინა.
თავიდან დიდი დაბნეულობა იყო, მაგრამ ახლა ვერ წარმოგვიდგენია მის გარეშე ჩვენი ცხოვრება. მოუთმენლად ველოდებით, რა იქნება შემდეგ. ვიმედოვნებთ, რომ ევა არც ისე სწრაფად გაიზრდება,“ – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ სტოსურმა.
36 წლის სტოსურმა თავის კარიერაში WTA-ის ცხრა ტურნირი მოიგო ერთეულებში და 26 ტურნირი – წყვილებში, მათ შორის, ავსტრალიის ღია, როლან გაროსი და აშშ-ის ღია.