საფეხბურთო კლუბმა „სამაჩაბლოს” ფეხბურთელებმა გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე მერიის კუთვნილ მინი-მოედანზე აქცია გამართეს და თანადგომა ითხოვეს.
„სამაჩაბლო” თბილისის ღია ლიგის თასზე, რიგით 5-ე ლიგაში გამოდის და ცხინვალიდან 200 მეტრში მდებარე ერგნეთის სტადიონზე თამაშობს. გუნდმა ჩემპიონატისთვის მზადება 3 თებერვალს დაიწყო, მაგრამ მეორე დღეს საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილით ცნობილი გახდა, რომ „სამაჩაბლო“ იშლებოდა, მიზეზად კი ხელის შეშლა და პირობების არარასებობა დასახელდა.
პირველი არხთან გუნდის დამფუძნებელმა, ზურაბ ნასუაშვილმა გუნდის დაშლა არ დაადასტურა, თუმცა, თქვა, რომ პრობლემების არარსებობის გამო ყველაფერი ამისკენ მიდიოდა – გუნდი სწორედ ჭალის დასახლებაში მდებარე გორის მერიის კუთვნილ მინი-მოედანზე ვარჯიშობს, რომელიც 2017 წლის ზაფხულში გაარემონტდა. მაგრამ იქ სრლყოფილად ვარჯიში შეუძლებელია არ არის საშხაპეები, მოწესრიგებული არაა გასახდელები და ა.შ.
ფეხბურთელების მოთხოვნაა, რომ გუნდი სტანდარტულ სტადიონზე შეუშვან – სამოყვარუო ლიგის გუნდის წევრების აზრით, ეს შესაძლებელია საფეხბურთო კლუბ ”გორის” სტადიონზე ან ”ქართლის” სტადიონზე. მინი-მოედანზე ვარჯიშით კი, ცხადია, გუნდის განვითარება წარმოუდგენელია.