სამ-სამი მოთამაშე ბათუმის „დინამოდან“ და „საბურთალოდან“ - ელიგამ წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც ყველაზე მეტი მოთამაშე ლიდერი გუნდებიდან მოხვდნენ.
მეკარე – ოთო გოშაძე (საბურთალო)
მცველები – გოგა ჩაბრაძე (ბათუმის დინამო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუვან კაკუბავა (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (ბათუმის დინამო)
ნახევარმცველები – ჯაბა ჯიღაური (ბათუმის დინამო), პაპუნა ფონიავა (წყალტუბოს სამგურალი), ნიკა გაგნიძე (გორის დილა)
თავდამსხმელები – აკაკი შულაია (საბურთალო), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი), უსმანე კამარა (გორის დილა)
სამ-სამი მოთამაშე მოხვდა ბათუმის „დინამოდან“ და „საბურთალოდან“, 2-2 – „დინამო თბილისიდან“ და გორის „დილადან“, ხოლო ერთი – წყალტუბოს „სამგურალიდან“.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი, ჯაბა ჯიღაური აღიარეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად – ბათუმის „დინამოს“ დამრიგებელი გია გეგუჩაძე.