ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულმა სალვადორ სობრალმა წლევანდელი ევროვიზიის ფინალურ შოუზე იმღერა.
სალადორ სობრალს რამდენიმე თვის წინ გული გადაუნერგეს. ოპერაცია მას ლისაბონში, 8 დეკემბერს ჩაუტარდა. მომღერალი ოპერაციას საავადმყოფოში სამი თვის განმავლობაში ელოდებოდა.
სალვადორ სობრალმა შარშანდელი ევროვიზია სიმღერით Amar pelos dois მოიგო, რომელიც წლევანდელ ფინალურ შოუზეც შეასრულა.