სალომე ზურაბიშვილი - კითხვები პრეზიდენტის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუნდაც მმართველი პარტიისგან კრიტიკიდან გამომდინარე
სალომე ზურაბიშვილი - კითხვები პრეზიდენტის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუნდაც მმართველი პარტიისგან კრიტიკიდან გამომდინარე

კითხვები პრეზიდენტის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუნდაც მმართველი პარტიისგან კრიტიკიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მის ნეიტრალობასთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა უცხოეთში ვიზიტების დროსაც.

„მე მგონი, თუ რამე კითხვა იყო, თუ რამდენად დამოუკიდებელია პრეზიდენტი, რომელიც იქნა არჩეული გარკვეული მხარდაჭერით, სწორედ მმართველი პარტიით, ეს კითხვები არ არსებობს. პრეზიდენტის მიუკერძოებლობა და ნეიტრალობა სრულიად დაცულია და ის, რომ არცერთ პარტიასთან არ აქვს უფრო მჭიდრო კავშირი, ესეც ძალიან ნათლად ჩანს, თუნდაც მმართველი პარტიის ზოგჯერ კრიტიკიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გადაცემის დასასრულს მისი მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა.

„კოორდინაცია არის მთავარი გეგმა, მეორეა კულტურის მხრივ კიდევ მეტის გაკეთება, პოპულარიზაცია საზღვარგარეთ და ყველგან, სადაც საჭიროა კულტურა. სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაჩვეულებრივი მიღწევები გვაქვს ამ წელს. მომავალი წელი არის ოლიმპიური თამაშების წელი და მე ვცდილობ, რომ ყველგან, სადაც სჭირდებათ პრეზიდენტის მხარდაჭერა, იქ ვიყო. ყველა ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მიმართულებებია გარეთ და შიგნით, ჩვენი თავის უფრო კარგად გაცნობისა და დაჯერების. თორემ უამისოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ვერ იქნება, თუ ჩავიძირებით მხოლოდ კონფრონტაციაში და უიმედობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან – სალომე ზურაბიშვილი „თავისუფალ ხედვაში“