სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ჩამოშლის პროცესი შეუქცევადია და მეტ დაპირისპირებებს ვიხილავთ, არა მხოლოდ კობახიძე-გახარიას შორის
სალომე სამადაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ჩამოშლის პროცესი შეუქცევადია და მეტ დაპირისპირებებს ვიხილავთ, არა მხოლოდ კობახიძე-გახარიას შორის

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩამოშლის პროცესი შეუქცევადია.

სამადაშვილის თქმით, სავარაუდოდ სხვა ფრაქციებიც გამოეყოფა „ქართულ ოცნებას“.

„რამდენიმე თვის წინ ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას საუკეთესო კრიზისმენეჯერს უძახდა. მისი ქება-დიდებაც გვახსოვს, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებისგან. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ჩამოშლის პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო, შეუქცევადია და რაც უფრო მიუახლოვდება „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დასასრულს, მით უფრო მეტ დაპირისპირებას ვიხილავთ არა მხოლოდ კობახიძე-გახარიას შორის, არამედ სავარაუდოდ სხვა ფრაქციებიც გამოეყოფა „ქართულ ოცნებას“, – აცხადებს სამადაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ გუშინ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე ისაუბრა. „გიორგი გახარიამ უღალატა გუნდს, ქვეყანას, სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ დრო, ეს ჭანჭიკი დღეს აქტუალური არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.