ამ წუთებში, ბაქოში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელზეც საქართველოს წარმოდგენენ სალომე ფაჟავა, ნათელა ბოლატაევა და ქეთევან არბოლიშვილი.
საქართველოს გუნდმა დაიკავა მე–9 ადგილი გუნდურ ასპარეზობაში, სადაც 42 ქვეყანა მომაწილეობდა.
გარდა ამისა, ჩვენი გუნდის ლიდერმა სალომე ფაჟავამ მრავალჭიდის ფინალში მოანწილეობის უფლება მოიპოვა და ხვალ, 23 სხვა ტანმოვარჯიშესთან ერთად, გადამწყვეტ რაუნდში იასპარეზებს.
გარდა მედლებისა, ფინალში ასევე გათამშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის 16 საგზური.