სალიბამ „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
სალიბამ „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

უილიამ სალიბამ „არსენალთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა, – იუწყება ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

22 წლის ფრანგ მცველთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაფორმდა. სალიბას ხელფასი კი სეზონში 11,5 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

2022/23 წლების სეზონში ულიამ სალიბამ „არსენალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 33 მატჩი გამართა, გაიტანა სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ი ახალგაზრდა ინგლისელი მცველის სატრანსფერო თანხას 65 მილიონ ევროდ აფასებს.