სალაჰს ტრავმა აღარ აწუხებს და „ლივერპულს“ „სიტისთან“ მატჩში დაეხმარება #1TVSPORT
სალაჰს ტრავმა აღარ აწუხებს და „ლივერპულს“ „სიტისთან“ მატჩში დაეხმარება #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰმა რეაბილიტაციის პერიოდი გაიარა და მოედანზე 10 მარტს დაბრუნდება, როცა „მერსისაიდელები“ პრემიერლიგის მატჩში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან.

„ის ჩვენთან ერთად არის. სალაჰი ორი დღეა, ინტენსიურად ვარჯიშობს და ენერგიით არის სავსე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადში ვერ მოხვდებოდა. არაჩვეულებრივია, რომ ის დაგვიბრუნდა. თავად მოჰამედიც ბედნიერია“, – ციტირებს Sky Sports-ი იურგენ კლოპის სიტყვებს.

მოჰამედ სალაჰმა ტრავმა ეგვიპტე-განას (2:2) შეხვედრაში  მიიღო და რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა.

31 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ შემადგენლობაში 28 მატჩი გამართა, გაიტანა 19 გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.