“სტოკის” წინააღმდეგ გამართული მატჩი (0:0) “ლივერპულის” ფორვარდ მოჰამედ სალაჰისთვის ინგლისის პრემიერლიგის 2017-18 წლების სეზონში შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს.
პირველ ტაიმში ეგვიპტელმა მუშტი მოიქნია და “სტოკის” ჰოლანდიელი მცველი ბრუნო მარტინს ინდი კინაღამ ნოკაუტში გაუშვა. არბიტრს ეპიზოდი გამორჩა, მაგრამ სოციალურ ქსელებში შესაბამისი ვიდეო მოგვიანებით გავრცელდა.
როგორც გაზეთ ‘სანითვის’ გახდა ცნობილი, ინციდენტით ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტი დაინტერესდა. სალაჰს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება და ასეთ შემთხვევაში ის 2017-18 წლების სეზონში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
პრემიერლიგის ბომბარდირთა სიას სალაჰი 31 გოლით ლიდერობს.