სალაჰმა, შაჩირიმ და რობერთსონმა ბავშვებს საახალწლო სიურპრიზი მოუწყვეს [ვიდეო]
„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ენდი რობერთსონმა, მოჰამედ სალაჰმა და ჯერდან შაჩირიმ ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებს შესანიშნავი საახალწლო საჩუქარი გაუკეთეს.
ლივერპულელთა ტრიო ახლო მდებარე ბავშვთა სკოლას მოულოდნელად ესტუმრა.
მანამ, სანამ LFCTV ბავშვებს ესაუბრებოდა, ფეხბურთელები საიდუმლო ოთახში იმალებოდნენ, შემდეგ კი ბავშვების სხვადასხვა ხერხით გაოცებას ცდილობდნენ.
დანარჩენს კი ვიდეოში თავად იხილავთ.