სალაჰმა საუდის არაბეთში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა #1TVSPORT
სალაჰმა საუდის არაბეთში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი უახლოეს დღეებში, შესაძლოა, საუდის არაბეთის ლიგაში გადავიდეს.

როგორც ტელეკომპანია Bein Sports-ის ვებგვერდი წერს, ეგვიპტელმა თანხმობა განაცხადა „ალ-იტიჰადში“ ტრანსფერზე. ამ მომენტისთვის გარიგების ბედი „ლივერპულის“ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის კლუბი 90-მილიონიან წინადადებას ამზადებდა ინგლისური კლუბისთვის. შეთანხმების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი საუდის არაბეთის ჩემპიონატის ისტორიაში.