„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააგრძელა. ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. გარიგების სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
„სალაჰთან კონტრაქტის გაგრძელება ნათლად მეტყველებს ორ რამეზე – მის ერთგულებაზე „ლივერპულის“ მიმართ და ჩვენს ერთგულებაზე მის მიმართ“, – განაცხადა „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.
ეგვიპტელი „ლივერპულში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. გასულ სეზონში სალაჰმა 52 მატჩში 44 გოლი გაიტანა და კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლაში დაეხმარა. 2017-18 წლების სეზონში აფრიკელზე მეტი გოლი მხოლოდ „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ შეაგდო.