პრემიერლიგაში „ლესტერთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდის ფორვარდის მუჰამედ სალაჰის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.
„დღეს მისი ტესტი უარყოფითი იყო. ვფიქრობ, ამ მომენტიდან მას ყველაფერი წესრიგში აქვს. ხვალ გვექნება ტესტები უეფასგან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სალაჰი ჩვენთან ერთად იქნება. ხვალიდან მას უკვე შეეძლება გუნდთან ერთად ვარჯიში“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელის დაინფიცირების შესახებ 13 ნოემბერს გახდა ცნობილი. ამის შემდეგ, მისმა ორმა ტესტმა აჩვენა დადებითი შედეგი.
28 წლის სალაჰმა ამ სეზონში „ლივერპულის“ რიგებში რვა მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.