სალაჰისა და ოსიმენის გარეშე - დასახელდა 10 ნომინანტი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე #1TVSPORT
აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციამ გამოაქვეყნა პრეტენდენტთა ფინალური სია აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე.
საბოლოო არჩევანი ბევრისთვის მოულოდნელი და სენსაციური აღმოჩნდა, რადგან მასში ვერ მოხვდნენ მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მოჰამედ სალაჰი, ვიქტორ ოსიმენი, ბრაიმ დიასი, ვიქტორ ბონიფასე და ნიკოლას ჯექსონი.
პრიზისთვის შემდეგი 10 ფეხბურთელი იბრძოლებს:
ამინ გიური (რენი, ალჟირი)
ედმონდ ტაპსობა (ლევერკუზენი, ბურკინა-ფასო)
სიმონ ადინგრა (ბრაიტონი, კოტ დ’ივუარი)
შანსელ მბემბა (მარსელი, კონგოს დრ)
აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო)
სერუ გირასი (დორტმუნდი, გვინეა)
სოფიან რაჰიმი (ალ-აინი, მაროკო)
ადემოლა ლუკმანი (ატალანტა, ნიგერია)
ვილიან ტროსტ-ეკონგი (ალ-კადისია, ნიგერია)
რონუენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი, ს. აფრიკა)
დაჯილდოვების ცერემონია 16 დეკემბერს მაროკოში გაიმართება. 2023 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი გახდა.