„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ახლოს არის ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებასთან. ამის შესახებ დაწერა პორტალმა Diario Sport-მა.
წყაროს ცნობით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ სალაჰს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა კვირაში 500 ათასი ევროს ოდენობის ხელფასით. ეგვიპტელმა ფორვარდმა უარი თქვა „ბარსელონაში“ გადასვლის პერსპექტივაზე და აპირებს უკვე აპრილში გააფორმოს „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი.
ამ სეზონში 29 წლის მოჰამედ სალაჰმა 37 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.