სალაჰი ისევ დაშავდა | ლივერპულის ფორვარდმა სვაზილენდს კუთხურიდან გაუტანა (ვიდეო)
მოჰამედ სალაჰი „ლივერპულში“ ტრავმირებული დაბრუნდა.
12 ოქტომბერს მან თავის მშობლიურ ეგვიპტის ნაკრებში სვაზილენდის წინააღმდეგ ითამაშა (4-1 ეგვიპტის სასარგებლოდ), თუმცა მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოედნიდან საკაცით იქნა გაყვანილი.
ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ უკვე გამოაქვეყნა ოფიციალურ ცნობა იმის შესახებ, რომ 16 ოქტომბერს, სალაჰი სვაზილენდის წინააღმდეგ განმეორებით მატჩში არ ითამაშებს.
ზემოთნაზსენებ თამაშში სალაჰმა ერთი გოლი გაიტანა, როდესაც კუთხურიდან პირდაპირ ჩაახვია ბურთი სვაზილენდის კარში.