სალაჰი ჟურნალისტებმაც საუკეთესოდ აღიარეს
სალაჰი ჟურნალისტებმაც საუკეთესოდ აღიარეს

“ლივერპულის” ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა კიდევ ერთი ვერსიით მოიგო პრემიერლიგის 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. ამჯერად, ეგვიპტელი ჟურნალისტების ვერსიით გახდა საუკეთესო მოთამაშე, – წერს ლივერპულური კლუბის პრეს-სამსახური.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო მედიის 400-მა წარმომადგენელმა. სალაჰმა 20 ხმით აჯობა “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს კევინ დე ბრუინს. მესამე ადგილზე “ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი გავიდა.

მიმდინარე სეზონში, 25 წლის სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგაში 34 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. უფრო ადრე, ეგვიპტელმა საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მოიგო პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით.