2019 წელს, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის საკონტინენტთაშორისო თასი „ოთხთა ფინალის“ ფორმატში გაიმართება.
ტურნირს 16-17 თებერვალს ბრაზილია, კერძოდ, რიო-დე-ჟანეიროს არენა „კარიოკა“ უმასპინძლებს.
ტურნირში მონაწილეობას FIBA-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, საბერძნეთის აეკ, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი „სან ლორენსო“ (არგენტინა), D-ლიგის (განვითარების ლიგა) „ოსტინ სპურსი“ (აშშ) და მასპინძელი „ფლამენგო“ მიიღებენ.
ნახევარფინალში აეკ „სან ლორენსოს“ შეხვდება, „ოსტინ სპურსი“ კი „ფლამენგოს“.