საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ვასკესსა და მოდრიჩს შორის კონფლიქტი მოხდა [ვიდეო]
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკას ვასკესმა უხეში ფორმით მიმართა თანაგუნდელ ლუკა მოდრიჩს ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის გამო.
ფინალში „ალ-აინის“ (4:1) წინააღმდეგ, ფეხბურთელები ერთ ფლანგზე თამაშობდნენ და ესპანელი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მოდრიჩმა ერთ მომენტში მას ბურთი არ მიაწოდა.
ვასკესმა მაისურში სტაცა ხელი მოდრიჩს და უთხრა – „მომეცი ეს წყეული ბურთი, ხორვატო ნაგავო“.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.