სახალხო დამცველს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვები აქვს
სახალხო დამცველს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვები აქვს

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

„ერთი რამ, რაც შემიძლია ახლავე განვაცხადო, ვისი გაკეთებულიც უნდა იყოს, რა მიზნით და როგორ, ფაქტია, რომ დღესდღეობით შესაძლებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდებოდეს ფარული მიყურადება და ჩაწერა კანონის დარღვევით. ეს არის ნამდვილად პრობლემა და მიანიშნებს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ძალიან სერიოზულ ნაკლოვანებაზე, რადგან ასეთი საუბრები, მათ შორის, სახალხო დამცველთანაც უნდა იყოს კონფიდენციალური. დღეს მათ შორის მეც მირზა სუბელიანთან შეხვედრისას არ მქონდა განცდა, რომ ეს იქნებოდა კონფიდენციალური“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც უწყების ცნობით 6 ივლისაა ჩაწერილი. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ის გაწირეს,  სასამართლოს განაჩენი მისთვის წინასწარ ცნობილია და ამის გამო აპირებს, გახმაურებულ საქმეებზე – თეთრაძის, ნავთლუღის სპეცოპერაციის და ა.შ. ტყუილები ისაუბროს.