„ლოკომოტივის“ ფეხბურთელები გუნდის საგურამოს ბაზაზე სახალისო შეჯიბრი მოაწყვეს „სფინ-ჩელენჯში“, რომლის ინიციატორიც გუნდის ნიგერიელ-ამერიკელი ლეგიონერი უილიამ ოლურემ ჯონი გახლდათ.
ფეხბურთელები ბურთის გარშემო ტრიალებენ და კარში ზუსტად უნდა დაარტყან. რომელი მათგანი მოახერხებდა ამას? ასეთ დროს, მოთამაშეებში კოორდინაცია ერღვევათ, თავბრუ ესხმით და ზუსტი დარტყმა ძნელია.
ნიგერიელ-ამერიკელი ლეგიონერის გარდა, კონკურსში „ლოკომოტივის“ კიდევ ხუთი მოთამაშე მონაწილეობდა – ლუკა კიკაბიძე, ოთო კობახიძე, ნიკა ჭანტურია, თემურ შონია და ლაშა ოზბეთელაშვილი.
უილიამ ოლურემ ჯონი მეტოქეებს უეჭველი გამარჯვებით ემუქრებოდა. როგორ დასრულდა ეს სახალისო კონკურსი, თავად შეგიძლიათ იხილოთ.