საკამათო ეპიზოდები ეროვნული ლიგის მატჩში - „დინამოში“ თვლიან, რომ „ლოკომოტივთან“ მსაჯი სამ ეპიზოდში შეცდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური შეხვედრაში „ლოკომოტივთან“ ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრით „დინამო თბილისში“ უკმაყოფილოები დარჩნენ – მოქმედ ჩემპიონ გუნდში მიიჩნევენ, რომ ამ მატჩში მთავარი არბიტრი სამ ეპიზოდში შეცდა.
პირველი ეპიზოდი ეხება გოლს, რომელიც „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ 70-ე წუთზე გაიტანა და წონასწორობა აღადგინა – 1:1. დინამოელები აპელირებენ, რომ მამია გავაშელიშვილის გადაცემის დროს „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი თამაშგარე მდგომარეობაშია.
მეორე ეპიზოდი: 83-ე წუთზე ფაბიან სპორკსლედეს დარტყმის შემდეგ ბურთი ხელზე ხვდება ბექა დარცმელიას, მსაჯი ამ ეპიზოდშიც თამაშს აგრძელებს და წესის დარღვევას არ აფიქსირებს.
მესამე საკამათო მომენტი 90+ე წუთზეც ანალოგიური შინაარსისაა – „დინამო“ პენალტს ითხოვდა, როდესაც საჯარიმოში საბა ხვადაგიანი შევარდა და თორნიკე კირკიტაძესთან ბრძოლაში წაიქცა.