ლონდონის „არსენალის“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ბუკაიო საკამ გუნდთან მრავალწლიანი ხელშკრულება გააფორმა, მაგრამ დეტალები დაზუსტებული არ არის.
„აქ ნამდვილად ბედნიერი ვარ, – განაცხადა საკამ, – „არსენალი“ საოცარი გუნდია. აქ არის ყველაფერი, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. საკუთარ მომავალს სწორედ „არსენალში“ ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი გამარჯვებები გველოდება“.
21 წლის თავდამსხმელმა 2022/2023 წლების სეზონში „არსენალის“ შემადგენლობაში 14 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.