სუპერლიგის პირველი ტური დარულდა. ერთი წყვილი, რომელსაც სუპერლიგის ამ ტურში არ უთამაშია, „ბათუმი“-„ქუთაისია“, რომლებიც ერთმანეთს სუპერთასისთვის შეხვდნენ, ხოლო პირველი ტურის ერთმანეთში მატჩს მოგვიანებით ჩაატარებენ.
ბოლო მატჩში, რომელიც ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) და სახელშეცვლილი ცხუმ-აფხაზეთი შეხვდნენ, რომელიც ამიერიდან გურჯაანის „დელტას“ სახელით იასპარეზებს. ეს გუნდები ერთმანეთს გასულ ოთხშაბათს დასრულებულ დუდუ დადიანის მემორიალზე დაუპირისპირდნენ და მაშინ თსუ-მ დაძაბულ ბრძოლაში 81:80 იმარჯვა. ამჯერად უნივერსიტეტელთა უპირატესობა სოლიდური იყო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გურჯაანული დელტა 71:61 დაამარცხა.
თსუ-ში 15 ქულით საუკეთესო იყო მათე კაპანაძე, რომელმაც 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასიც მიითვალა. 14 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ებრიან ედვარდსმა მოაგროვა, 14 ქულა დაგროვდა ნოდარ გოგოძის ანგარიშზეც. დელტაში 17 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო შედეგი ლევან მასხულიამ დააფიქსირა. 14 ქულა ოთარ ფხაკაძემ დააგროვა.
ტურის სხვა მატჩები:
„ტიტები“-„რუსთავი“ 81:82
„მეგა“-„კავკასია“ 84:90
„ვერა“-„კაკტუსი“ 69:73
მომდევნო ტურის მატჩები მომავალ შაბათ-კვირას, 19 და 30 ოქტომბერს გაიმართება.
gbf.ge