საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი" თასის ნახევარფინალში ითამაშებს
საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი" თასის ნახევარფინალში ითამაშებს

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ბოლო 1/4 ფინალურ მატჩში “ქუთაისმა” “ბათუმი” გამანადგურებელი შედეგით 103:52 დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.

ფინალური საგზურისთვის “დინამო” – “ქუთაისს”, ხოლო “რუსთავი” – “კაკტუსს” შეხვდება.

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების 1/2 ფინალები 20 და 21 მარტს გაიმართება. “ქუთაისი” და “რუსთავი” წყვილებში მასპინძლები არიან.