საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა - შერმადინი „ჰერცლიასთან“ მატჩში საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. ესპანელები ისრაელის „ჰერცლიას“ ესტუმრნენ და დამაჯერებლად მოიგეს – 95:57.
წარმატებეში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ცენტრმა, რომელმაც 19 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო: +20.
8-დან 4 სამიანი ჩააგდო და 18 ქულა დააგროვა გიორგის ფინელმა თანაგუნდელმა სასუ სალინმა.
„ტენერიფეს“ სამი ტურის შემდეგ ორი მოგება აქვს და ჯგუფში პირველობას იყოფს ბერძნულ „პერისტერისთან“. მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გადის.