საკა პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ხუთეულშია #1TVSPORT
„არსენალის“ ფეხბურთელმა, ბუკაიო საკამ „ევერტონის“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში (4:0) თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
21 წლის ბუკაიო საკამ 27 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. გოლი+პასის სიტემით საკას, ჯამში, 51 შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა და ინგლისის ჩემპიონატის ხანგრძლივ ისტორიაში გახდა ერთ-ერთი ყვლაზე წარმატებული ახალგაზრდა მოთამაშე, რადგან მსგავსი შედეგი მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს – მაიკლ ოუენს, რობი ფაულერს, სესკ ფაბრეგასს, კრის სატონსა და ახლა უკვე ბუკაიო საკას.
ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სწორედ ბუკაიო საკას გუნდი, ლონდონის „არსენალი“ ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ ხუთი ქულით ასწრებს.