საგოლე გადაცემა ზიმბაბვესთან - „დილას“ ფეხბურთელმა აფრიკის თასზე გაიბრწყინა #1TVSPORT
გორის „დილას“ შემტევმა, ფრანცისკო მადინგამ კამერუნში მიმდინარე აფრიკის ერთა თასზე მალავის ნაკრებში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ეროვნულ გუნდს მოგებაში დაეხმარა.
„დილას“ შემტევმა ნახევარმცველმა და მალავის ნაკრების ერთ ერთმა ლიდერმა 84 წუთი ითამაშა ზიმბაბვეს ნაკრების წინააღმდეგ, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მცველი, ალეკ მუდიმუ კვლავ სათადარიგოებში დატოვეს.
ფრანცისკო მადინგამ 43-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან შეტევა წამოიწყო და საგოლე პასი გააკეთა, რის შედეგადაც მალავის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ კი მალავის ნაკრები დაწინაურდა, უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და აფრიკის თასის მიმდინარე გათამაშებაში პირველად გაიმარჯვა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ მალავის ნაკრები ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზეა და ლიდერ სენეგალსა და მეორეადგილოსან გვინეას ერთი ქულით ჩამორჩება.
მომდევნო ტურში მადინგა და მისი თანაგუნდელები ჯგუფის ლიდერს, სადიო მანეს სენეგალს დაუპირსპირდებიან, შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება.