საგოლე გადაცემა სადებიუტო მატჩში - არველაძემ „ფენერბაჰჩესთან“ ითამაშა (ვიდეო)

ვატო არველაძემ, რომელიც თურქეთის სუპერლიგის გუნდში, 22 აგვისტოს ჩაირიცხა, ახალ გუნდში, „კარაგუმრუქში“ პირველი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო შეხვედრაში თავი ეფექტური საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კარაგუმრუქი“, სადაც ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, სეზონისთვის ემზადება და საკონტროლო შეხვედრაში „ფენერბაჰჩეს“ შეხვდა, მატჩი კი 2:2 დასრულდა. ვატო არველაძე ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. მან მე-5 წუთზე თავი მშვენიერი დრიბლინგით გამოიჩინა, რომლის შემდეგაც მეკარესთან პირისპირ მისი თანაგუნდელი ალასან ნდაო აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა.

კარაგუმრუქში“ თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ვატო არველაძემ საქართველოს ნაკრებში 2 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.