საღამოს მთავარი ბრძოლა - რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ნასურდინ იმავოვი იქნება #1TVSPORT
საღამოს მთავარი ბრძოლა - რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე ნასურდინ იმავოვი იქნება #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას საფრანგეთის სახელით გამომსვლელ ნასურდინ იმავოვთან ჩაატარებს.

საშუალო წონაში დოლიძისა და იმავოვის ჩხუბი 2024 წლის 4 თებერვალს ლას ვეგასში გაიმართება. ეს დაპირისპირება საღამოს მთავარი ღონისძიებაა და ხუთ რაუნდს გაგრძელდება.

28 წლის ნასურდინ იმავოვი საშუალო წონის რეიტინგში ამჟამად მე-12 ადგილზეა. კარიერის განმავლობაში MMA-ში მას 17 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 12-ში გაიმარჯვა. უშუალოდ UFC-ში მისი დებიუტი 2020 წლის 4 ოქტომბერს შედგა.

რაც შეეხება რომან დოლიძეს, მიმდინარე წლის ბოლოს დერეკ ბრანსონთან უნდა ეჩხუბა, თუმცა მეტოქის ტრავმის გამო დაპირისპირება გაუქმდა, იგივე მოხდა ჯარედ კანონიერის შემთხვევაშიც.

35 წლის დოლიძეს MMA-ის კარიერაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოიგო. უკანასკნელად იგი მარტში იტალიელ მარვინ ვეტორის ეჩხუბა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. ამჟამად საშუალო წონაში ქართველი მეშვიდე ადგილზეა.