საგარეჯოში, საქართველოს რეგიონული საფეხბურთო ლიგის მატჩი გაიმართა – „გარეჯმა“ აჩაბეთის “ლიახვს” უმასპინძლა და 3:3 დაასრულა.
ეს შეხვედრა გამორჩეული იმით იყო, რომ საჯარეჯოს გუნდი გარკევეული პაუზის შედეგ საკუთარ სტადიონზე დაბრუნდა, რომლის განახლებაც ახლახანს დასრულდა და ოფიციალურად გახსნის ღონისძიება გაიმართა – მას მოსახლეობა, ხელისუფლების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია, პროექტი საბოლოო სახეს მაშინ მიიღებს, როდესაც სპორტული კომპლექსის დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდება.
„დღევანდელი დღე ძალიან მეამაყება. მადლობა ყველას, ვინც ეს საჩუქარი გაუკეთა საგარეჯოელებს და მთელ ქვეყანას, რადგან სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. კახეთისათვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ამბავი ძალიან მიხარია – არამხოლოდ როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, არამედ როგორც რიგით ადამიანს“- ამბობს სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.