საგამოძიებო სამსახურმა ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისთვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.