საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქ. თბილისში, 2 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა ალკოჰოლური სასმელის მარკირებისთვის განკუთვნილი 3 051 ცალი ყალბი აქციზური მარკა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.