საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა სოციალურად დაუცველ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ქალაქ გორში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 4 500 აშშ დოლარი, საიდანაც, წინასწარ გამოართვა 3 900 დოლარი, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.