ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ (France Football) 30 უმსხვილესი საფეხბურთო კლუბის სია შეადგინა.
რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებდნენ 10 ფაქტორს: 1. შემადგენლობის საბაზრო ღირებულება; 2. მოგებული კონტინენტალური ტურნირები; 3. მოთამაშეები „ოქროს ბურთით“; 4. სარეკორდო ტრანსფერის ოდენობა; 5. საერთო შემოსავალი; 6. გაყიდული მაისურები; 7. აუდიტორია; 8. მატჩებზე საშუალო დასწრება; 9. სოციალურ ქსელებში ხელმომწერები; 10. საკლუბო ისტორია.
მსოფლიოს 30 უდიდესი კლუბის რეიტინგმა ასეთი სახე მიიღო:
1. რეალი (ესპანეთი) – 184 ქულა
2. ბარსელონა (ესპანეთი) – 177
3. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – 161
4. ბაიერნი (გერმანია) – 135
5. ლივერპული (ინგლისი) – 120
6. იუვენტუსი (იტალია) – 107
7. პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) – 94
8. ჩელსი (ინგლისი) – 91
9. მანჩესტერ სიტი (ინგლისი) – 89
10. არსენალი (ინგლისი) – 88
11. მილანი (იტალია) – 78
12. დორტმუნდი (გერმანია) – 70
13. ატლეტიკო (ესპანეთი) – 67
14. ტოტენჰემი (ინგლისი) – 61
15. ინტერი (იტალია) – 60
16. აიაქსი (ჰოლანდია) – 37
17. მარსელი (საფრანგეთი) – 35
18. ბოკა ხუნიორსი (არგენტინა) – 31
19. ბენფიკა (პორტუგალია) – 24
19. გლადბახი (გერმანია) – 24
21. სელტიკი (შოტლანდია) – 23
21. ალ-აჰლი (ეგვიპტე) – 23
23. შალკე (გერმანია) – 22
24. შტუტგარტი (გერმანია) – 21
24. რომა (იტალია) – 21
24. მონაკო (საფრანგეთი) – 21
27. გალათასარაი (თურქეთი) – 18
27. ინდეპენდიენტე (არგენტინა) – 18
27. ამერიკა (მექსიკა) – 18
27. სანტოსი (ბრაზილია) – 18