საფრანგეთში ქართველების დაპირისპირება დავითაშვილის „ბორდომ“ მოიგო #1TVSPORT
საფრანგეთში ქართველების დაპირისპირება დავითაშვილის „ბორდომ“ მოიგო #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში ქართველების გუნდების დაპირისპირება გაიმართა – „ბორდომ“ „მეცს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდა და შეუცვლელად ითამაშა,

თავის გამოჩენის შანსი ორივეს ჰქონდა, მაგრამ თამაშის ბედი სხვებმა გადაწყვიტეს. ანგარიში 45-ე წუთზე ჯოშ მაიამ პენალტით გახსნა, ხოლო საბოლოო შედეგი 90+2-ე წუთზე ფრანსერჯიომ დააფიქსირა და „ბორდოს“ ლიდერობა მოუტანა.

დავითაშვილის „ბორდომ“ 11 ტურში 23 ქულით დააგროვა და გათამაშების ლიდერია, ხოლო მიქაუტაძის „მეცის“ ანგარიშზე ჯერ მხოლოდ 14 ქულაა და მე-9 ადგილზეა.