უზბეკი ალბინა ხაბიბულინა და ყირგიზი ქსენია პალკინა საფრანგეთის პოლიციამ დააკავა. ჩოგბურთელები ეჭვმიტანილნი არიან ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობაში, ამის შესახებ წერს გამოცემა „ტენის ტემპლი“ (Tennis Temple).
ეს დაპატიმრებები არის ნაწილი იმ მსხვილი გამოძიებისა, რომელიც ფრანგულ ტურნირებზე ჩაწყობილ მატჩებს შეეხება.
ადრე, ხაბიბულინამ აღიარა გეიმის შეგნებულად წაგება მარტში გამართულ ერთ-ერთ ტურნირზე. პალკინა კი ეჭვმიტანილია იმ ადამიანებთან კავშირში, რომლებიც დაკავებულნი არიან ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებით. აღნიშნავენ, რომ გოგონები ხშირად გამოდიან ტურნირებზე წყვილებში.
ხაბიბულინისა და პალკინას მატჩებს პირველებმა ყურადღება ბრიტანელმა ბუკმეიკერებმა მიაქციეს, რომლებმაც აღნიშნეს ფსონების ანომალიური რაოდენობა მათ მატჩებზე.