საფრანგეთში გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა
საფრანგეთში გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა

ორშაბათიდან საფრანგეთში გაიხსნა შიდა სატრანსფერო ფანჯარა. როგორც ადრე პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ გამოაცხადა, 8 ივნისიდან კლუბებს შეეძლებათ ერთმანეთში მოლაპარაკებების წარმოება.

ჩვეულებრივ, სატრანსფერო ფანჯარა პირველ ივლისს იხსნება, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ვადები შეიცვალა. ჯერჯერობით, გარიგებების დადება მხოლოდ ფრანგულ კლუბებს შორის შეიძლება, ხოლო ფანჯრის დახურვის თარიღი ფიფასთან უნდა იყოს შეთანხმებული.

ლიგა 1-ში სეზონი მარტში შეწყდა კორონავირუსის პანდემიის გამო, აპრილში კი მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჩემპიონატი აღარ გაგრძელდებოდა. ჩემპიონად „პარი სენ-ჟერმენი“ გამოცხადდა. ლიგა დატოვეს „ამიენმა“ და „ტულუზამ“, მათი ადგილი ელიტდივიზიონში დაიკავეს „ლორიანმა“ და „ლანსმა“.