საფრანგეთში ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელის მოპარვისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
საფრანგეთში ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელის მოპარვისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში პოლიციამ 129 ბოთლი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავა. ფრანგული მედიის ცნობით, 36 და 28 წლის მამაკაცები საფრანგეთის ქალაქ გაპის სასამართლოს წინაშე გუშინ წარდგნენ.

გამოძიების ცნობით, მათ მაღაზიიდან ძვირადღირებული ვისკი, კონიაკი და შამპანური მოიპარეს. დაკავების შემდეგ, პოლიციამ მათი ბინა გაჩხრიკა, სადაც 129 ბოთლი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინა.

მედიის ცნობით, სასამართლოში დამნაშავეებმა ბოდიში მოიხადეს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ერთს სამი წლით, მეორეს კი, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.