საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
თითქმის 4 საათია, მოსარჩელე მხარის კითხვებით გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა. საუბარია ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე. „ქართული ოცნების“ კითხვები ყველა მოპასუხე პარტიას მიემართება და მათ კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს ეხება.
პაექრობის ეტაპის ფარგლებში დასმულ საკითხებს ნათია ქენქაძე გაგვაცნობს.