მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთის ნაკრები ზედიზედ მეორე ამხანაგურ მატჩში დამარცხდა საკუთარ მოედანზე. ბრაზილიასთან 0:3 წაგების შემდეგ, რუსებმა 1:3 დათმეს შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებთან.
სტუმრების რიგებში დუბლი შეასრულა “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა კილიან მბაპემ. 19 წლის ფეხბურთელი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში ორი გოლი გაიტანა. დიდიე დეშამის გუნდიდან კიდევ ერთი გოლი პოლ პოგბამ გაიტანა. რუსებიდან ერთადერთი გოლი ფიოდორ სმოლოვმა შეაგდო.
საფრანგეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ლორისი – პავარი, უმტიტი (კიმპემბე, 80), კოშელნი, ერნანდესი – პოგბა, კანტე (ტოლისო, 66), რაბიო (მატუიდი, 81) – დემბელე (ჟირუ, 72), მბაპე (ლემარი, 86), მარსიალი (გრიზმანი, 58).