მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები მეორე ტურში პერუს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.
მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა. ჟირუს დარტყმა რიკოშეტის შემდეგ კარისკენ ნელა მიდიოდა, ბურთთან პირველი მბაპე აღმოჩნდა და ანგარიშიც გახსნა. პირველ ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა მთლიანობაში ფრანგები უკეთ გამოიყურებოდნენ.
დაპირისპირების მეორე ნახევარში სამხრეთ ამერიკელები შეტევითი ფორმაციით გამოვიდნენ და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. 50-ე წუთზე პერდრო აკინომ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი კარის ძელს მოხვდა. პერუელები სახიფათოდ უტევდნენ 61-ე წუთზეც, მაგრამ შორეული დარტყმა კვლავ მცირე მანძილით აცდა კარს. 74-ე წუთზე კარილოს ჩაწოდებას ფარფანი გამოეხმაურა, თუმცა ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
არაერთი მცდელობის მიუხედავად პერუელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს. სამხრეთ ამერიკულ ნაკრებს 0 ქულა აქვს.
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „მამლები“ „C“ ჯგუფის ლიდერები გახდნენ და პლეიოფში თამაში გაინადღეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საფრანგეთი დანიას დაუპირისპირდება.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!