საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მზადების ციკლში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ დიდიე დეშამის გუნდმა ირლანდიას უმასპინძლა და 2:0 მოიგო.
მატჩის ბედი პირველი ტაიმის მიწურულს, სამწუთიან ინტერვალში გადაწყდა, როცა ოლივიე ჟირუმ და ნაბილ ფეკირმა ზედიზედ ორჯერ გაუტანეს ირლანდიელებს.
საფრანგეთმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
მანდანდა, რამი, სიდიბე (82. პავარი), უმტიტი (64. კიმპემბე), მენდი (63. ერნანდესი), მატუიდი, ნ’ზონზი, ტოლისო (77. პოგბა), ჟირუ, ფეკირი (64. გრიზმანი), მბაპე (77. დემბელე).