საფრანგეთმა ბელგიას 0:2-დან მოუგო და ერთა ლიგის ფინალში ესპანეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთმა ბელგიას 0:2-დან მოუგო და ერთა ლიგის ფინალში ესპანეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები:

* 22 წლისა და 291 დღის კილიან მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში, ვინც ეროვნულ ნაკრებში 50 მატჩი ჩაატარა. მან ბენზემას რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ამ ზღვარს 24 წლისა და 240 დღის ასაკში მიაღწია.

* საფრანგეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ ძმები – ტეო და ლუკა ერნანდესები. ეს არის 1932 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა ფრანგების ეროვნულ გუნდში ჟან და ლუსიენ ლორენებმა ითამაშეს.

* რომელუ ლუკაკუმ 14 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. მისი უგოლო სერია ექვსი ოფიციალური მატჩი გრძელდებოდა.

* საფრანგეთის ნაკრებმა 2012 წლის (ისლანდიასთან 3:2) შემდეგ პირველად მოიგო შეხვედრა 0:2 ჩამორჩენის შემდეგ.

* ქარიმ ბენზემას ამ სეზონში 14 ოფიციალურ მატჩში 11 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა აქვს.

* ტეო ერნანდესმა პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ნაკრებში.

* ბელგიას 40 წელი საფრანგეთისთვის არ მოუგია.

 

ბელგია-საფრანგეთი   2:3

გოლები: 1:0 კარასკო (37), 2:0 ლუკაკუ (40), 2;1 ბენზემა (62), 2:2 მბაპე (69-პენ), 2:3 ტ. ერნანდესი (90)

ბელგია (3-4-3): კურტუა – ალდერვეირელდი, დენაიერი, ვერტონგენი – კასტანი (90+2. ბატშუაი), ვიტცელი, ტილემანსი (70. მანაკენი), კარასკო – დე ბრუინი, ლუკაკუ, ე, აზარი (74. ტროსარი).

საფრანგეთი (3-4-1-2): ლორისი – კუნდე, ვარანი, ლუკას ერნანდესი – პავარი (90+7. დუბუა), პოგბა, რაბიო (75. ჩუამენი), ტეო ერნანდესი – გრიზმანი – ბენზემა (9+7. ვერეტუ), მბაპე.

დატოვე კომენტარი