საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში გადამწყვეტი მატჩებია - ჩემპიონობისთვის ქართველების სამი გუნდი იბრძვის #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ნახევარფინალის ორი შესარჩევი მატჩი გაიმართა. გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის „რასინგმა“ 33:20 დაამარცხა „სტად ფრანსე“, სადაც გიორგი მელიქიძე, ვასილ კაკოვინი, გიორგი ცუცქირიძე და სერგო აბრამიშვილი თამაშობენ. გოგიჩაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი კი თამაშში 61-ე წუთიდან ჩერთო.
„რასინგი“ ნახევარფინალში 9 ივნისს „ტულუზს“ შეხვდება.
ნახევარფინალის საგზურისთვის მეორე შეხვედრაში ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონი“ 32:25 დაამარცხა – საღინაძემ სრულად ითამაშა, ლექსო ყაულაშვილი მოედანზე 45-ე წუთიდან გამოჩნდა (64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთით გააძევეს), დავით ნინიაშვილი კი, მოგეხსენებათ, ტრავმირებულია.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ლექსო ყაულაშვილის „ბორდო“ და ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელი“ შეხვდებიან. შეხვედრა 10 ივნისს გაიმართება.