საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიური თამაშებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენ კოლემ პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
კოლეს სიაში 19 კალათბურთელი მოხვდა. გუნდის ლიდერი 20 წლის ვიქტორ ვემბანიამა იქნება, რომელიც NBA-ს გასული რეგულარული სეზონის საუკეთესო ახალწვეულად დაასახელეს.
საფრანგეთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. პარიზი 2024-ზე „ლურჯები“ ჯგუფში გერმანიასა და იაპონიასთან ერთად მოხვდნენ, მათ ერთი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.
ვინსენ კოლე საბოლოო, 12-კაციან განაცხადს ოლიმპიადის დაწყებამდე წარადგენს.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:
ენდრიუ ალბისი (გრან კანარია), მეტიუ სტრაზელი (მონაკო), ტეო მალედონი (სკაიფორსი), კილიან ჰეისი (უგუნდო), ფრენკ მილიკინა (უგუნდოდ), ნანდო დე კოლო (ასველი), ევან ფურნიე (დეტროიტ პისტონსი), ბილალ კულიბალი (ვაშინგტონ უიზარდსი), ნიკოლას ბატუმი (ფილადელფია), ისაია კორდინიე (ბოლონია), ელი ოკობო (მონაკო), უსმან დიენგი (ოკლაჰომა), ნადირ ჰიფი (პარიზი), გერსონ იაბუსელე (რეალ მადრიდი), რუდი გობერი (მინესოტა), ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო), ვინსენ პორიე (რეალ მადრიდი), მატიას ლესო (პანათინაიკოსი), ჯეილი ოარდი (აპოელ თელ ავივი).