საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის. გაზეთ L’Équipe-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კოლემ შეკრებიდან დაითხოვა შვიდი კალათბურთელი, რომლებიც გამოძახებულნი იყვნენ გაფართოებულ შემადგენლობაში.
საბოლოო სიაში 12 კალათბურთელი მოხვდა:
რუდი გობერი (მინესოტა, NBA), ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო, NBA), ევან ფურნიე (დეტროიტი, NBA), ნიკოლა ბატუმი (ფილადელფია, NBA), ბილალ კულიბალი (ვაშინგტონი, NBA), ფრენკ ნტილიკინა (შარლოტი, NBA), გერშონ იაბუსელე (რეალი, ესპანეთი), მატიას ლესორი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), მეტიუ სტრაზელი (მონაკო), აიზია კორდინიე (ვირტუსი, იტალია), ნანდო დე კოლო (ვილარბანი), ენდრიუ ალბისი (გრან კანარია, ესპანეთი).