საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებზე ბენზემამ ერთი ხმა მიიღო #1TVSPORT
საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებზე ბენზემამ ერთი ხმა მიიღო #1TVSPORT

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცეს მადრიდის „რეალის“ ფორვარდს, ქარიმ ბენზემას. კერძოდ, თავდამსხმელმა ამომრჩევლის ერთი ხმა მიიღო რუბეს კომუნაში.

ხმების დათვლისას ეს არჩევანი არ დააფიქსირეს, რადგან ბენზემა არ იყო დარეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატად.

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. მისი შედეგების მიხედვით, მეორე ტურში გადავიდნენ მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი.